პატრიარქმა შიო III-მ „ღირებულებითი განათლების“ პროექტში ჩართულ სასულიერო პირებს მადლობა გადაუხადა

2824
16 ივნისი 15:09
18
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სკოლებში „ღირებულებითი კლუბების“ განვითარებაში შეტანილი წვლილი და მონაწილეთა თავდადებული საქმიანობა აღნიშნა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ „ღირებულებითი განათლების“ პროექტში ჩართულ სასულიერო პირებსა და მონაწილეებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ პროექტი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ახალგაზრდების სულიერ, ზნეობრივ და სამოქალაქო აღზრდაში. მისი თქმით, „ღირებულებითი განათლება“ სკოლებში ხელს უწყობდა მოსწავლეთა ფასეულობების ჩამოყალიბებას და მათ ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდას.

შიო III-მ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და პროექტში ჩართულ სასულიერო პირებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში შრომობდნენ სკოლებში „ღირებულებითი კლუბების“ დაარსებისა და შედეგიანი ფუნქციონირებისათვის.

პატრიარქმა ასევე აღნიშნა პროექტის მონაწილეთა განსაკუთრებული ერთგულება ეკლესიის მიმართ. მისი განცხადებით, ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შემდეგ მათ გამოავლინეს განსაკუთრებული სიყვარული და პასუხისმგებლობა — უწმინდესის საფლავთან განუწყვეტლივ აღევლინებოდა პანაშვიდები, დაწესებული იყო მორიგეობა, ხოლო დაკრძალვისა და შემდგომი საეკლესიო პროცესების ორგანიზებაში ისინი აქტიურად და თავდადებით მონაწილეობდნენ.

სიტყვის დასასრულს შიო III-მ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ყველა მონაწილეს თავდაუზოგავი შრომისა და მსახურებისთვის და გამოთქვა იმედი, რომ მათი საქმიანობა მომავალშიც შეუწყობდა ხელს ქრისტეს რწმენის ერთგული, სულიერ და ზნეობრივ ფასეულობებზე აღზრდილი მოქალაქეების ჩამოყალიბებას.

„ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!“ — აღნიშნა პატრიარქმა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, შიო III-მ აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ