კახეთში 464 წარჩინებული მოსწავლე დააჯილდოვეს
2025-2026 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს რეგიონული მასშტაბის ღონისძიებაზე ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით 2025-2026 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების რეგიონული დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 464 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მონაწილეობდა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა, ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა, რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა და მუნიციპალიტეტების მერებმა.
რეგიონული დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად უკვე მეხუთედ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში წარჩინებულ მოსწავლეებს ერთჯერადი ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
ორგანიზატორთა განცხადებით, ინიციატივის მიზანია ახალგაზრდებში სწავლისადმი მოტივაციის გაზრდა, აკადემიური წარმატების წახალისება და მოსწავლეთა მიღწევების დაფასება და პოპულარიზაცია.
ღონისძიების მხარდამჭერია დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) „ვიზიტ კახეთი“.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დავითიანნი პარტნიორი სკოლების კოორდინატორებისთვის AI ვორქშოფს გამართავს.