შალვა პაპუაშვილი საფარის მონასტერს ეწვია

2824
12 ივნისი 20:23
22
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საფარის მონასტერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საფარის მონასტერში

პარლამენტის თავმჯდომარემ მეუფე თეოდორესა და მეუფე საბასთან ერთად საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული და სულიერი კერა მოილოცა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მეუფე თეოდორესა და მეუფე საბასთან ერთად სამცხეში მდებარე საფარის მონასტერს ეწვია და მონასტრის ისტორიულ და სულიერ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პაპუაშვილის განცხადებით, საფარის მონასტერი წარმოადგენს ადგილს, საიდანაც საუკუნეების სიღრმიდან დღემდე აღწევს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სულიერი სიმტკიცის ხმა. მისი თქმით, სამცხის მთებში აღმართული ეს სავანე არა მხოლოდ მონასტერია, არამედ ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართული კულტურის, სარწმუნოებისა და ეროვნული თვითშეგნების დაცვის სამსახურში იდგა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საფარის მონასტრის აღმშენებელია სამცხის მმართველი ბექა ჯაყელი, რომელიც პირველი ქართული სამართლის წიგნის შემქმნელად მიიჩნევა. ასევე, სწორედ საფარას უკავშირდება საქართველოს მეფის, გიორგი V ბრწყინვალის აღზრდა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საფარაში ყოფნა კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას, რომ საქართველოს სიძლიერე მხოლოდ სამხედრო თუ პოლიტიკური წარმატებებით არ განისაზღვრება. მისი შეფასებით, ქვეყნის მთავარი ძალა იმ სულიერ და კულტურულ საფუძველშია, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ მეფეები, სასულიერო პირები, დიდგვაროვნები და უბრალო ადამიანები.

„საფარა ქართული ისტორიის, სარწმუნოების, კულტურისა და სახელმწიფოებრივი მეხსიერების ცოცხალი ნაწილია,“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, შალვა პაპუაშვილი ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერს ეწვია.

შალვა პაპუაშვილი საფარის მონასტერს ეწვია - სურათი 1
შალვა პაპუაშვილი საფარის მონასტერს ეწვია - სურათი 2

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ