რაჭის ახალი მუზეუმი გახსნისთვის ემზადება

2824
12 ივნისი 15:41
20
ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი კულტურის სამინისტრთან ერთად. ფოტო: კულტურის სამინისტრო ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი კულტურის სამინისტრთან ერთად. ფოტო: კულტურის სამინისტრო

თინათინ რუხაძის განცხადებით, მუზეუმის გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც რაჭისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის.

საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ონში მდებარე რაჭის ახალი მუზეუმის შენობაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და მუზეუმის გახსნისთვის საჭირო საკითხები შესაბამის უწყებებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.

მინისტრთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ ცერცვაძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, რაჭის მუზეუმის ხელმძღვანელობა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი.

თინათინ რუხაძის თქმით, მუზეუმის გახსნა რეგიონისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა.

„მიხარია, რომ ონში მალე ახალ მუზეუმს გავხსნით. მადლობას გადავუხდი რაჭას და ონელებს იმ უმნიშვნელოვანესი საგანძურის შენარჩუნებისთვის, რომელიც სულ მალე ამ მუზეუმში იქნება გამოფენილი. აქ თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის არაერთი გამორჩეული ნიმუში“, — განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, მუზეუმის გახსნის მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. შენობა უკვე გადაცემულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და ამჟამად მიმდინარეობს კოლექციების გადატანა, ექსპონატების განთავსება და ახალი საგამოფენო სივრცის მოწყობა.

რაჭის ახალი მუზეუმი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით აშენდა და 2026 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სისტემაში გაერთიანდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფონდების სისტემატიზაცია და ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციების ახალ სივრცეში გადატანა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტების მონაწილეობით, ადგილობრივი კოლექციის მნიშვნელოვან ნაწილს უტარდება საკონსერვაციო სამუშაოები. მუდმივმოქმედი ექსპოზიციის სამეცნიერო კონცეფცია ონის მუზეუმისა და ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებმა ერთობლივად შეიმუშავეს, ხოლო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძეა.

რაჭის ახალი მუზეუმის გახსნის შემდეგ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ უნიკალურ ექსპონატებს, რომლებიც საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას წარმოაჩენს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, შალვა პაპუაშვილი ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერს ეწვია.

რაჭის ახალი მუზეუმი გახსნისთვის ემზადება - სურათი 1
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ