ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა ელენე ხარჩილავას პერსონალური გამოფენა
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა ჯიხაშკარის №1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლის, ახალგაზრდა კალიგრაფისა და მხატვრის, ელენე ხარჩილავას კალიგრაფიული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა — „შექსპირის სონეტები კალიგრაფიაში“.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ფიფიამ და დეკანოზმა რომანოზ ხაბურძანიამ ელენე ხარჩილავას საჩუქრად გადასცეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ხატის ასლი, ხელოვნების ნიმუშებით შემკული ორნამენტებით, აგრეთვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წიგნი.
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა ჯიხაშკარის №1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლის, ახალგაზრდა კალიგრაფისა და მხატვრის, ელენე ხარჩილავას კალიგრაფიული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა — „შექსპირის სონეტები კალიგრაფიაში“.
გამოფენის ფარგლებში ავტორმა დამსწრე საზოგადოებას პირადად წარუდგინა საკუთარი ნამუშევრები, ისაუბრა მათი შექმნის პროცესზე, შთაგონების წყაროებზე, უილიამ შექსპირის სონეტებისადმი ინტერესსა და იმ შემოქმედებით ხედვებზე, რომლებიც თითოეულ ნამუშევარშია ასახული.
ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლების, კულტურისა და საზოგადოებრივი სფეროს წარმომადგენლები, პედაგოგები, მოსწავლე-ახალგაზრდები და კულტურული ცხოვრების აქტიური წევრები. მათ შორის იყვნენ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელი ხელმძღვანელი გიორგი ფიფია, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ბულია და სოფელ ჯიხაშკარის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი რომანოზ ხაბურძანია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ,,ახალი ბანას'' კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „ილიას განათლების ფესტივალი 2026“-ს უმასპინძლებს.