გორის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის ყაზანის სასწაულთმოქმედი ხატის ასლი მიაბრძანეს
ხატი გადმოეცა გორისა და ატენის ერპარქიას ქ. ნიჟნი-ნოვგოროდიდან.
7 ივნისს, ყოველთა წმინდათა კვირა დღეს, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო ლიტურგია აღასრულა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში.
წმინდა ლიტურგიის დაწყებამდე ტაძარში იქნა მობრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყაზანის სასწაულთმოქმედი ხატის ასლი, რომელიც გადმოეცა გორისა და ატენის ერპარქიას ქ. ნიჟნი-ნოვგოროდიდან, სადაც 6 მაისს იკურთხა და გაიხსნა წმ. მოციქულთა სწორ ნინოს ტაძარი და ქართული სამრევლო.
ტაძრის აშენებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა აფხაზეთის მკვიდრმა ბ-მა ზურაბ ქარდავამ. წმ. ნინოს სამრევლოს, გორისა და ატენის ერპარქიიდან ტაძრის კურთხევამდე, გადაეცა წმ. ნინოს ხატი.
წირვაში მონაწილეობა მიიღეს და ესწრებოდნენ სასულიერო პირები და წმ. ნინოს ტაძრის ქართული სამრევლოს წევრები ნიჟნი-ნოვგოროდიდან.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის 72-ე საჯარო სკოლაში ილია II-ის ხსოვნას მიძღვნილი საღამო გაიმართა სახელწოდებით ,,ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”.