9 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს ბასილი ბაგრატიონს იხსენიებს

2824
09 ივნისი 12:37
25
ღირსი ბასილი ბაგრატიონი ღირსი ბასილი ბაგრატიონი

საქართველოს ეკლესიის სამკაულად წოდებული წმინდანი ბაგრატ III-ის ძე, გამორჩეული ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი და მთარგმნელი იყო.

9 ივნისს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია იხსენიებს ღირს ბასილი ბაგრატიონს, საქართველოს მეფის, ბაგრატ III-ის ძეს, რომელიც ქართული ეკლესიისა და კულტურის ერთ-ერთ გამორჩეულ მოღვაწედ ითვლება.

ბავშვობიდანვე მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილმა წმიდანმა საფუძვლიანად შეისწავლა ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, ფლობდა მრავალ უცხო ენას და თავისი ეპოქის ერთ-ერთ თვალსაჩინო ღვთისმეტყველად და ფილოსოფოსად ჩამოყალიბდა.

წმიდა ბასილი მოღვაწეობდა ხახულის ლავრაში, სადაც სასულიერო-საგანმანათლებლო საქმიანობას ხელმძღვანელობდა. მისი მოღვაწეობის შესახებ განსაკუთრებული პატივისცემით წერენ ქართველი ისტორიკოსები და მწერლები. იოანე ბატონიშვილი მას „ქართველთა ეკლესიათა სამკაულს“ უწოდებს, ხოლო ვახუშტი ბატონიშვილი მისი მთარგმნელობითი და საგანმანათლებლო ღვაწლის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

ღირსი ბასილის შესახებ ცნობებს გვაწვდის გიორგი მცირეც, რომელიც მას „მოძღვრად და განმანათლებელად ქვეყნისა ჩვენისა“ მოიხსენიებს. მისი ავტორიტეტი და სულიერი გავლენა იმდროინდელ საქართველოში განსაკუთრებულად აღიარებული იყო.

მოგვიანებით წმიდა ბასილი ათონის წმინდა მთაზე გადავიდა, სადაც განაგრძო მოღვაწეობა და შექმნა ცნობილი საგალობლები – „გალობანი წმიდისა მამისა ეფთჳმესნი“.

საქართველოს ეკლესიის ეს გამორჩეული მოღვაწე და განმანათლებელი სიცოცხლის ბოლოს აღესრულა ათონის წმინდა მთაზე, ივერთა მონასტერში, სადაც მისი ხსოვნა დღემდე პატივითაა შემონახული.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 5ივნისს ღირს დამიანე დემეტრეყოფილის ხსენებას აღნიშნავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ