,,ეს საოცარი ტრადიცია არ მოიშალა’’ - დეკანოზი შალვა კეკელია
7 ივნისს სამების საკათედრო ტაძარში შედგა 73-ე საყოველთაო ნათლობა. 700 ბავშვი გახდა პატრიარქის ნათლული.
დეკანოზმა შალვა კეკელიამ მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან ამ დღის მნიშვნელობაზე და ტრადიციის გაგრძელებაზე ისაუბრა.
,,ეს არის საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი. პირველი შემთხვევაა როდესაც მისი უწმინდესობის ( ილია მეორე) გარეშე ვატარებთ. ეს ეტაპი დიდ სიხარულთან და დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული. დიდ ტკივილთან იმიტომ , რომ ამდენი წელია პატრიარქის მსახურებებს ვატარებდი და დღეს მის გარეშე ვართ. სიხარულია იმიტომ, რომ ეს საოცარი ტრადიცია არ მოიშალა და გრძელდება. პატრიარქი შიო მესამე დღეს დალოცავს თავის ნათლულებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ბავშვებს ვუსურვებ ღვთის წყალობას, ღვთის კურთხევას.
ჩვენი პატრიარქი ილია მეორეს სულმა გაიხაროს დღეს, რადგან ნათლობის დროს საოცარ სიხარულს განვიცდით თითოეული ჩვენგანი. ჩვენ მოძღვრები ვინც ამ მსახურებას ვატარებთ, ვინც მონაწილეობას იღებს.
მადლობა ღმერთს, რომ მისმა უწმინდესმა ეს საოცარი ტრადიცია გვაჩუქა.’’
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დასრულდა საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი.