დასრულდა საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი

2824
07 ივნისი 20:39
78
სამების საკათედრო ტაძარი. ფოტო: მჟკ სამების საკათედრო ტაძარი. ფოტო: მჟკ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ნათლულებს დალოცავს.

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი. ეს იყო პირველი საყოველთაო ნათლობა შიო მესამეს პატრიარქად კურთხევის შემდეგ. ტრადიციისამებრ, ნათლავენ ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს.

დღეს თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გამართულ საყოველთაო ნათლობაზე 600-ზე მეტი ბავშვი მოინათლა.

ამ წუთებში კათოლიკოს-პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანდა. ის დალოცავს თავის ნათლულებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამების საპატრიარქო ტაძარში 73-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.

დასრულდა საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი - სურათი 1
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ