ზესტაფონში კვალითის დასაზლებაში ახალმოწამეთა სახელობის ტაძარში პირველი ლიტურგია აღევლინა

2824
08 ივნისი 11:46
17
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე)

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ტაძრის კეთილმოწესედ დეკანოზი პავლე ცერცვაძე დაადგინა და ქტიტორ ბეჟან წაქაძეს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

2026 წლის 7 ივნისს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ქალაქ ზესტაფონის კვალითის დასახლებაში მდებარე ახალმოწამეთა სახელობის ტაძარში პირველი საღმრთო ლიტურგია აღავლინა.

ღვთისმსახურების დასასრულს შესრულდა ლიტანიობა, რის შემდეგაც მეუფე მელქისედეკმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და ახალ ტაძარსა და მის სამრევლოს ღვთის შეწევნა უსურვა.

მეუფის ლოცვა-კურთხევით, ახალმოწამეთა სახელობის ტაძრის კეთილმოწესედ დაინიშნა დეკანოზი პავლე (ცერცვაძე). ტაძარში მღვდელმსახურებას ასევე აღასრულებენ დეკანოზი ლაზარე (ჭიჭინაძე), მღვდელი გაბრიელი (ჭუმბაძე) და მღვდელი ანდრია (არჯევანიძე).

აღსანიშნავია, რომ პირველ ლიტურგიას ესწრებოდა ტაძრის ქტიტორი და აღმშენებელი, საქართველოს პარლამენტის წევრი ბეჟან წაქაძე. ეპისკოპოსმა მელქისედეკმა მას მადლობა გადაუხადა ტაძრის მშენებლობასა და ეკლესიის მსახურებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

ახალმოწამეთა სახელობის ტაძარში პირველი ლიტურგიის აღსრულება კვალითის მართლმადიდებელი მრევლისთვის მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენა გახდა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დაიწყო 73-ე საყოველთაო ნათლობა.

ზესტაფონში  კვალითის დასაზლებაში ახალმოწამეთა სახელობის ტაძარში პირველი ლიტურგია აღევლინა - სურათი 1
ზესტაფონში  კვალითის დასაზლებაში ახალმოწამეთა სახელობის ტაძარში პირველი ლიტურგია აღევლინა - სურათი 2
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ