დაიწყო 73-ე საყოველთაო ნათლობა
სამების საკათედრო ტაძარში ნათლობის მსურველები იკრიბებიან.
2026 წლის 7 ივნისს დაიწყო 73-ე საყოველთაო ნათლობა. ნათლობა დაიწყო 17:00 საათზე. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში შეკრებილია ნათლობის მსურველი, მესამე და შემდეგი შვილის ოჯახები.
პატრიარქ შიო მესამეს სამების საკთედრო ტაძარში ელოდებიან 20:00 საათზე. პატრიარქი თავის ნათლულებს დალოცავს.
როგორც ვიცით, ნეტარხსენებულმა ილია მეორემ მონათლა დაახლოებით 50 500, მესამე და შემდეგი ბავშვი.
ეს ტრადიცია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით 2008 წელს ილია მეორემ დააარსა. დღეს კი ამ საყოველთაო ნათლობის ტრადიციას ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III აგრძელებს
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამების საპატრიარქო ტაძარში 73-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ