ზესტაფონში სხვადასხვა მიმართულების ექიმები მოქალაქეებს უფასო კონსულტაციებს გაუწევენ

2824
02 ივნისი 20:24
22
ჩირქოვანი ქირურგი ირაკლი მიშიძე. ჩირქოვანი ქირურგი ირაკლი მიშიძე.

14 ივნისს, მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება უფასოდ მიიღოს სამედიცინო კონსულტაციები სხვადასხვა სპეციალისტისგან.

2026 წლის 14 ივნისს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევითა და ჩირქოვანი და დიაბეტური მიმართულების ქირურგის, ირაკლი მიშიძის ორგანიზებით, მარგვეთისა და უბისის ეპარქიას სხვადასხვა სამედიცინო მიმართულების ექიმები ეწვევიან.

ვიზიტის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასო კონსულტაციები გაიარონ მოწვეულ სპეციალისტებთან. ორგანიზატორები დაინტერესებულ პირებს სთხოვენ, წინასწარ მიუთითონ სასურველი სპეციალისტი, რათა პაციენტთა მიღება ორგანიზებულად და შეუფერხებლად განხორციელდეს.

კონსულტაციები ჩატარდება ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძართან არსებულ დამხმარე შენობაში, 12:00-დან 17:00 საათამდე.

ეპარქიის ინფორმაციით, აქცია მიზნად ისახავს მოსახლეობისთვის კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მხარდაჭერის გაწევას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ფორტ ვორტის ეპისკოპოს გერასიმესთან ერთად საღვთო ლიტურგია აღავლინა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ