ლეხინდრისთავში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესასწაული აღინიშნა
სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლის, მღვდელ ლუკა ასათიანის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდა.
1 ივნისს, სულიწმიდის ორშაბათს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს ლოცვა-კურთხევით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხინდრისთავის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინა.
საზეიმო ლიტურგიაზე მრევლთან ერთად მონაწილეობდნენ სასულიერო პირები და ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებმაც ქართველთა განმანათლებლის ხსენების დღე ერთობლივი ლოცვით აღნიშნეს.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ტაძრის მიმდებარე სასაფლაოზე შესრულდა მოსახსენებელი პანაშვიდი კომუნისტური რეჟიმის მიერ დახვრეტილი ლეხინდრისთავის ტაძრის წინამძღვრის, მღვდელ ლუკა ასათიანის სულის მოსახსენებლად.
ღონისძიება წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესასწაულის აღნიშვნასა და ეკლესიისა და ერის წინაშე თავდადებული სასულიერო პირების ხსოვნის პატივისცემას მიეძღვნა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზე.