ლეხინდრისთავში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესასწაული აღინიშნა

2 ივნისი 17:19
189
მღვდელი ლუკა ასათიანის  მოსახსენებელი პანაშვიდი  სოფ. ლეხინდრისთავში მღვდელი ლუკა ასათიანის მოსახსენებელი პანაშვიდი სოფ. ლეხინდრისთავში

სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლის, მღვდელ ლუკა ასათიანის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდა.

1 ივნისს, სულიწმიდის ორშაბათს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს ლოცვა-კურთხევით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხინდრისთავის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინა.

საზეიმო ლიტურგიაზე მრევლთან ერთად მონაწილეობდნენ სასულიერო პირები და ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებმაც ქართველთა განმანათლებლის ხსენების დღე ერთობლივი ლოცვით აღნიშნეს.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ტაძრის მიმდებარე სასაფლაოზე შესრულდა მოსახსენებელი პანაშვიდი კომუნისტური რეჟიმის მიერ დახვრეტილი ლეხინდრისთავის ტაძრის წინამძღვრის, მღვდელ ლუკა ასათიანის სულის მოსახსენებლად.

ღონისძიება წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესასწაულის აღნიშვნასა და ეკლესიისა და ერის წინაშე თავდადებული სასულიერო პირების ხსოვნის პატივისცემას მიეძღვნა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზე.

ლეხინდრისთავში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესასწაული აღინიშნა - სურათი 1
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ