ყვარელში „ახალი ბანას გუნდის“ სოლო კონცერტი გაიმართება

2824
02 ივნისი 15:06
12
ახალი ბანას გუნდი ყვარელს ეწვევა ახალი ბანას გუნდი ყვარელს ეწვევა

მუსიკალური საღამო ილია ჭავჭავაძის მუზეუმში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნება.

6 ივნისს, ილია ჭავჭავაძის ყვარლელის სახელმწიფო მუზეუმი განსაკუთრებულ მუსიკალურ საღამოს უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში „ახალი ბანას გუნდის“ სოლო კონცერტი გაიმართება.

კონცერტი ეძღვნება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას. საღამოზე შესრულდება ქართული საეკლესიო და ტრადიციული საგუნდო მუსიკის ნიმუშები, რომლებიც პატრიარქის ღვაწლსა და სულიერ მემკვიდრეობას მიეძღვნება.

ღონისძიება ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში ჩატარდება და მსმენელს შესაძლებლობას მისცემს, ქართული საგუნდო ხელოვნების გამორჩეული ნიმუშები მოისმინოს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ დავით თორაძის შემოქმედებითი საღამოთი გაიხსნა.

ყვარელში „ახალი ბანას გუნდის“ სოლო კონცერტი გაიმართება - სურათი 1
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ