იღუმენი იაკობი (სირდაძე) გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა

1 ივნისი 21:07
261
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) და იღუმენი იაკობი (სირდაძე). ფოტო: საპატრიარქოს უწყებანი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) და იღუმენი იაკობი (სირდაძე). ფოტო: საპატრიარქოს უწყებანი

ჯილდო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის სულთმოფენობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს გადაეცა.

1 ივნისს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) წარდგენით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის სულთმოფენობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი იაკობი (სირდაძე), გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა.

საეკლესიო ჯილდო სასულიერო პირს ეკლესიისა და მრევლის წინაშე გაწეული მსახურებისა და ღვაწლის აღიარების ნიშნად მიენიჭა.

მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში აღნიშნავენ, რომ იღუმენი იაკობი წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურება ეკლესიას და აქტიურად მონაწილეობს სულიერ-საგანმანათლებლო საქმიანობაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ფორტ ვორტის ეპისკოპოს გერასიმესთან ერთად საღვთო ლიტურგია აღავლინა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ