შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა ლანჩხუთის სოფელ კოკათში ახალი ტაძარი აკურთხა
სოფელ კოკათში წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი იკურთხა და მის წინამძღვრად დეკანოზი გიორგი მარშანიშვილი დაინიშნა.
ამა წლის 28 მაისს, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკათში წმინდა მთავარანგელოზთა, მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ახლადაშენებული ტაძარი აკურთხა.
სადღესასწაულო მსახურების შემდეგ მიტროპოლიტმა ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი გიორგი მარშანიშვილი დაადგინა და მას გამშვენებული ჯვრის ტარების უფლება მიანიჭა.
ღონისძიებას ადგილობრივი სამღვდელოება და მრევლი ესწრებოდა, რომლებმაც ახალი ტაძრის კურთხევა განსაკუთრებული სიხარულით აღნიშნეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მღვდელმონაზონმა იერონიმემ ბოსტონის თეოლოგიურ სასწავლებელში სამაგისტრო ხარისხი წარმატებით დაიცვა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
18 სექტემბერი 19:43
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
18 სექტემბერი 15:57
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
18 სექტემბერი 13:36
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
18 სექტემბერი 10:18