მღვდელმონაზონმა იერონიმემ ბოსტონის თეოლოგიურ სასწავლებელში სამაგისტრო ხარისხი წარმატებით დაიცვა
ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია მამა იერონიმეს აკადემიურ წარმატებას ულოცავს.
ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მღვდელმსახურმა, მღვდელმონაზონმა იერონიმემ (ქათამაძე), ბოსტონის თეოლოგიურ სასწავლებელში სამაგისტრო ხარისხი წარმატებით დაიცვა.
მამა იერონიმე ამჟამად მანჰეტენის ქართული სამრევლოს მოძღვარი და ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მდივანია.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ სამღვდელოებისა და ეპარქიის სახელით მღვდელმონაზონს გულითადი მილოცვა გაუგზავნა.
მილოცვაში აღნიშნულია:
„უფალმა მიანიჭოს მამა იერონიმეს სიბრძნე, სიმტკიცე და სულიერი ძალა, რომ ღირსეულად ატაროს მასზე დაკისრებული მოვალეობები და მრავალი სული წარმართოს ცხონების გზაზე.“
ეპისკოპოსმა საბამ მამა იერონიმეს მომავალ საქმიანობაში წარმატება და ღვთის შეწევნა უსურვა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ფორტ ვორტის ეპისკოპოს გერასიმესთან ერთად საღვთო ლიტურგია აღავლინა.