რენეში მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის სამრევლოში სულთმოფენობის მსახურებები აღევლინება
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით მსახურებებს დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი ჩაატარებს.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, საფრანგეთის ქალაქ რენეში, მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის ქართულ სამრევლოში, 30-31 მაისს სადღესასწაულო და მოსახსენებელი მსახურებები გაიმართება.
30 მაისს, სულის შაბათს — მიცვალებულთა მოსახსენიებელ დღეს, 15:00 საათზე შესრულდება მიცვალებულთა პანაშვიდი და იკურთხება საკურთხი.
31 მაისს კი, სულთმოფენობის საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით, დილის 09:00 საათზე საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღევლინება.
სულის შაბათი მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული დღეა, როდესაც მორწმუნეები ლოცვით იხსენებენ გარდაცვლილთა სულებს. ეს დღე აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული და ყოველწლიურად სხვადასხვა რიცხვში აღინიშნება.
ეკლესია ამ დღეს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის მოსახსენებელ სპეციალურ მსახურებას აღავლენს. მორწმუნეები ტაძარში სანთლებს ანთებენ გარდაცვლილთა სახელზე, შემდეგ კი სასაფლაოებზე გადიან, რათა პატივი მიაგონ განსვენებულთა ხსოვნას, მოაწესრიგონ საფლავები და ყვავილებით შეამკონ.
„სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიჰმადლე უფალო, სულთა მიცვალებულთა, მონათა და მხევალთა ღვთისა, ყოველთა მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ქრისტიანეთა და მიეც მათ საუკუნო ხსენება.
საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა მათი!“
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ფორტ ვორტის ეპისკოპოს გერასიმესთან ერთად საღვთო ლიტურგია აღავლინა.