ნიცაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა

26 მაისი 13:35
189
წმინდა თამარ მეფის ტაძარი საფრანგეთში წმინდა თამარ მეფის ტაძარი საფრანგეთში

ღონისძიება დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით ჩატარდა და მას სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული ქართველებიც შეუერთდნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის — 26 მაისის აღსანიშნავად, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში საზეიმო კონცერტი გაიმართა. ღონისძიება დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამრევლოსა და წმინდა ნიკოლოზისა და დედოფალ ალექსანდრას სახელობის ეკლესიასთან არსებული ქართული საკვირაო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.

კონცერტში მონაწილეობა მიიღო მოყვარულთა გუნდმა „აკაპელამ“, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ქართული მუსიკალური პროგრამა წარუდგინა და დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობას კულტურული და ეროვნული ერთობის გზავნილი დაუკავშირა.

ღონისძიებას სტუმრები ესწრებოდნენ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქიდან — მარსელიდან, ლიონიდან, კანიდანა და ანტიბიდან, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული დიასპორის აქტიურ ჩართულობას ეროვნულ დღესასწაულებში.

ორგანიზატორებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს გუნდის ხელმძღვანელს, მაია ფოფხაძეს, გაწეული შრომისა და თავდადებისთვის.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებმა და სტუმრებმა კიდევ ერთხელ მიულოცეს ერთმანეთს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და სამშობლოს მშვიდობა, ერთობა და კეთილდღეობა უსურვეს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დღეს ღირსი ექვთიმე ათონელის, მთარგმნელის ხსენების დღეა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ