პატრიარქი შიო III ამაღლების დღესასწაულზე თბილისში საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში საზეიმო ლიტურგიას აღავლენს
ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყება.
ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საზეიმო ღვთისმსახურებას აღასრულებს თბილისის საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში.
სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია დილის 10:00 საათზე დაიწყება.
მაცხოვრის ამაღლების დღესასწაული ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღინიშნება და იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებას უკავშირდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა — დაზიანებულია შლაგბაუმი და ჭიშკარი.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
მიტროპოლიტი ანდრია - ,,შენს სინდისშია რასაც ვერ გადალახავ და ვერ უღალატებ''
17 სექტემბერი 23:13