ხარაგაულში კურსდამთავრებულთათვის სპეციალური წირვა აღევლინა
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით, ღვთისმსახურება სკოლა-გიმნაზიისა და ხარაგაულის საჯარო სკოლების აბიტურიენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ჩატარდა.
2026 წლის 20 მაისს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, კურსდამთავრებულთათვის სპეციალური წირვა აღევლინა.
ღვთისმსახურება აღასრულეს გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დეკანოზმა პავლე ცერცვაძემ და გიმნაზიის სულიერმა მოძღვარმა, დეკანოზმა თომა ლაცაბიძემ.
წირვას ესწრებოდნენ ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიისა და დაბა ხარაგაულის სხვადასხვა სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებმაც სასულიერო პირებთან ერთად ილოცეს და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყების წინ დალოცვა მიიღეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქოში საერთაშორისო დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა.