გვაქვს დღე სიხარულისა, - გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია

18 მაისი 15:02
504
გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). ფოტო: მჟკ გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). ფოტო: მჟკ

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს სრულიად საქართველოს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ესაუბრა გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა). ჩვენთან საუბარში მიტროპოლიტმა ხაზი გაუსვა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ადრეული ასაკიდან ეკლესიურ ცხოვრებაში ჩართვას და რელიგიურ სწავლებას:

,,მოგესალმებით! დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს დღე სიხარულისა, დღე ოჯახის სიწმინდის დაცვისა და მშობლების პატივისცემისა. ეს დღე არის დადგენილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ნეტარხსენებული ილიას მიერ. ეს დღე გალამაზდა იმით, რომ ახლადარჩეული პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის შიო მესამის პირველი სადღესაწაულო წირვა შესრულდა სამების საკათედრო  ტაძარში და მას ესწრებოდა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

ალბათ თქვენ ნახავდით თუ რამდენი ხალხი შეგროვდა ამ დღეს ტაძარში. იყო ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება. ყველამ ერთად აღვნიშნეთ და გავიზიარეთ ამ დრის სიხარული.

როგორც პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა: ,,ოჯახი ეს არის ის სკოლა, სადაც ადამიანი სწავლობს ქრისტიანულ სიყვარულსა და სათნოებებს, ამიტომაც ჩვენ უნდა დავიწყოთ მცირე ასაკიდან , ჩასახვიდან თანაზიარება ქრისტიანულ სათნოებებზე. გაჩენის შემდეგ ბავშვი უნდა ხედავდეს მშობლები როგორ აღიქვამენ გარე სამყაროს, როგორ პატივისცემით და სიყვარულით ეპყრობიან ბავშვს, უფროსს, უმცროსს და ასეთი შთაგონებით გაზრდილი ბავშვი გახდება ჭეშმარიტი ქრისტიანი და კარგი ადამიანი, რომელიც სიხარულს მოუტანს სხვასაც. ჩვენი ქვეყნის მომავალსაც შექმნის.

ყველას გილოცავთ ამ დღეს. მინდა მრავალშვილიანი ოჯახები დავლოცო. ყველას ვუსურვო ღვთის წყალობა, გამრავლება. ღმერთმა დაგლოცოთ.''

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრება 10 ქალაქში გაიმართება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ