სარფიდან-სოხუმამდე მშვიდობისა და შერიგების მსვლელობა მიმდინარეობს
მსვლელობა 23 მაისს ენგურის ხიდთან დასრულდება, სადაც სასულიერო პირები შერიგების სავედრებელ პარაკლისს გადაიხდიან.
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით, 18 აპრილს სარფიდან-სოხუმის მიმართულებით მშვიდობისა და შერიგების მსვლელობა დაიწყო.
მსვლელობის მონაწილეები საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და შერიგებისთვის ლოცულობენ. მსვლელობა 23 მაისს ენგურის ხიდთან დასრულდება, სადაც სასულიერო პირები შერიგების სავედრებელ პარაკლისს აღავლენენ.
მსვლელობას ზღვის უბანში მდებარე ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით კონჯარია ხელმძღვანელობს.
ორგანიზატორთა განცხადებით, მსვლელობის მთავარი მიზანი ერთობის, მშვიდობისა და ძმური თანადგომის იდეის გამტკიცებაა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრება 10 ქალაქში გაიმართება.