ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის მღვდელმთავრად კურთხევიდან 34 წელი შესრულდა
სურამისა და ხაშურის ეპარქია მეუფე იობს საიუბილეო თარიღს ულოცავს.
17 მაისს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის მღვდელმთავრად კურთხევიდან 34 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სურამისა და ხაშურის ეპარქიამ და ეპარქიის მმართველმა, ეპისკოპოსმა სვიმეონმა, მის ყოვლადუსამღვდელოესობას მილოცვა გაუგზავნეს.
მილოცვის ტექსტში აღნიშნულია, რომ მეუფე იობის მრავალწლიანი, თავდადებული და ნაყოფიერი მოღვაწეობა ღირსეულ მსახურებას წარმოადგენს საქართველოს წმინდა ეკლესიის განმტკიცების, სულიერი აღორძინებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის საქმეში.
„ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცესა და მრავალჟამიერ მსახურებას საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საკეთილდღეოდ. უფლის მადლი, მშვიდობა და წყალობა მუდამ თან სდევდეს მის მღვდელმთავრულ მოღვაწეობას,“ — ნათქვამია მილოცვაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრება 10 ქალაქში გაიმართება.