ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის დეტალები — რას ითვალისწინებს საეკლესიო ტრადიცია
დეკანოზ ლონგინოზ სუარიშვილის განცხადებით, ინტრონიზაციის დროს პატრიარქი ძოწისფერი მანტიით იმოსება და წირვის დასრულების შემდეგ საპატრიარქო კვერთხი გადაეცემა.
დეკანოზმა ლონგინოზ სუარიშვილმა მომავალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის წესისა და საეკლესიო ტრადიციების შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, ინტრონიზაციის დროს პატრიარქი ძოწისფერი მანტიით იმოსება და უკვე პატრიარქის რანგში აღასრულებს ლოცვას.
მისივე თქმით, საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ახლადარჩეულ პატრიარქს საზეიმოდ გადაეცემა საპატრიარქო კვერთხი, რაც ეკლესიის წინამძღოლობის სიმბოლოს წარმოადგენს.
სრული სიუჟეტი „რუსთავი 2“-ის ეთერში, „კურიერი P.S“-ში, 10 მაისს გავა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი საუნივერსიტეტო კლინიკა გახდა.