11 მაისს საპატრიარქოს გაფართოებულ კრებაზე დასასწრებად მედიისთვის აკრედიტაცია გამოცხადდა

2824
08 მაისი 16:10
19
სამების საკათედრო ტაძარი სამების საკათედრო ტაძარი

საპატრიარქო ჟურნალისტებს რეგისტრაციისკენ მოუწოდებს; განაცხადების მიღება 10 მაისამდე გაგრძელდება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება 2026 წლის 11 მაისს, 13:00 საათზე, თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოს განცხადებით, კრების მიმდინარეობისას მასმედიის წარმომადგენლებისთვის იმოქმედებს ისეთი რეგულაცია, როგორიც კანონითაა განსაზღვრული სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე.

საპატრიარქო მედიის წარმომადგენლებს აკრედიტაციის გავლისკენ მოუწოდებს. აკრედიტაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

ინფორმაციის თანახმად, ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის სპეციალური სივრცე გამოიყოფა, ხოლო აკრედიტებულ პირებზე დამზადდება სახელობითი „ბეიჯები“.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ნომერზე: 595 809 005.

აკრედიტაციის განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 10 მაისია.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში გაფართოებული კრების დელეგატები დაამტკიცეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ