11 მაისს სამების ტაძარში გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება 2026 წლის 11 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება.
28 აპრილს საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩიეს.
პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.
სამი მღვდელმთავარი, რომელმაც სინოდზე ხმათა უმრავლესობა მიიღო, კენჭს იყრის გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება, - მიტროპოლიტი შიო.