საფრანგეთში მოღვაწე არქიმანდრიტი ანტონი სამრევლოს ემშვიდობება
მრავალწლიანი მსახურების შემდეგ, წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის მოძღვარი სამშობლოში ბრუნდება.
საფრანგეთში, წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის მოძღვარი, არქიმანდრიტი ანტონი, რომელი წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ქართველ ხალხს საფრანგეთში, მიმდინარე წლის ზაფხულში სამუდამოდ ბრუნდება საქართველოში, რის გამოც სამრევლო მას ემოციური და მადლიერებით სავსე გრძნობით დაემშვიდობება.
მამა ანტონის წლები საფრანგეთში მოღვაწეობისა სამრევლოსთვის სულიერი აღმავლობის, ერთობისა და თანადგომის პერიოდი იყო. როგორც მრევლი აღნიშნავს, ის მხოლოდ მოძღვარი არ ყოფილა — იგი იყო ადამიანების გამამხნევებელი, შემრიგებელი და გულწრფელი მეგობარი, რომელიც მრავალი ადამიანის სიხარულსა და ტკივილს იზიარებდა.
გამოსამშვიდობებელი ღონისძიებათა ფარგლებში, 27 ივნისს მადლენის თეატრში გაიმართება საღამო, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთში მოქმედ სამრევლოებთან არსებული ანსამბლები.
ორგანიზატორთა თქმით, აღნიშნული დღეები იქნება მადლიერების გამოხატვის განსაკუთრებული შესაძლებლობა — საღამოები, სადაც ერთმანეთს შეერწყმება სევდა, სიყვარული და პატივისცემა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები სამრევლოს მიუძღვნა.
დასწრების მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ დაუკავშირდნენ ნომერზე: 061 934 3296.