„პატარა მწერლები“ — დავითიანნის ახალი საგანმანათლებლო პროექტი მოსწავლეებისთვის

2824
05 მაისი 11:34
14
დავითიანნი დავითიანნი

VII–XI კლასის მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა შექმნან საკუთარი ზღაპრები და საუკეთესო ნამუშევრები წიგნად გამოიცემა.

დავითიანნი, საკლუბო მიმართულების ფარგლებში, პროექტების წერისა და მართვის კურსის დასრულების შემდეგ, პარტნიორ სკოლებთან ერთად ახალ პროექტს — „პატარა მწერლებს“ იწყებს. ინიციატივა ხორციელდება №59, №90, №106, №115, №175 და №212 საჯარო სკოლების სასკოლო კლუბების ჩართულობითა და მხარდაჭერით.

პროექტს ხელმძღვანელობს აღნიშნული სკოლების კლუბების ლიდერი ანანო აბრამიშვილი. მისი მიზანია VII–XI კლასის მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების, წერითი უნარებისა და წარმოსახვის განვითარების ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა შექმნან საკუთარი ზღაპრები და სიტყვების საშუალებით წარმოაჩინონ ინდივიდუალური ხედვა. კონკურსის თემაა ზღაპრები, ხოლო ნამუშევარი უნდა იყოს ორიგინალური, არ უნდა იყოს შექმნილი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და დაცული უნდა იყოს საავტორო უფლებები. ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას და თითოეულ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი ნამუშევრის წარმოდგენა.

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 15 მაისი. მონაწილეებმა ტექსტის ბოლოს უნდა მიუთითონ პირადი მონაცემები — ავტორის სახელი, გვარი, სკოლა და მობილურის ნომერი, ასევე მშობლის ან მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია.

ნამუშევრები იგზავნება ელექტრონულ მისამართზე: [[email protected]](mailto:[email protected]), წერილის სათაურში კი აუცილებელია მიეთითოს კონკურსის დასახელება — „პატარა მწერლები“.

საკონკურსო პირობებისა და შეფასების კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევა საუკეთესო ნამუშევრები, რომლებიც შემდგომ წიგნის სახით გამოიცემა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მღვდელ გიორგი ვაშალომიძეს თეოლოგიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ