დავითიანში გაიმართება საჯარო დიალოგი დეკანოზ ირაკლი დუმბაძესთან

2824
04 მაისი 21:58
7
დავითიანში გაიმართება საჯარო დიალოგი დეკანოზ ირაკლი დუმბაძესთან

შეხვედრის თემა იქნება „საღმრთო განგებულება და მისდამი ნდობა“.

7 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება საჯარო დიალოგი დეკანოზ ირაკლი დუმბაძესთან, სადაც განხილული იქნება თემა — „საღმრთო განგებულება და მისდამი ნდობა“.

შეხვედრაზე საუბარი შეეხება მართლმადიდებლური სწავლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს — საღმრთო განგებულებას, რომელიც გულისხმობს ღმერთის უხილავ მოქმედებას სამყაროსა და ადამიანის ცხოვრებაში. სწავლების მიხედვით, არაფერი ხდება შემთხვევით; ყოველი მოვლენა — იქნება ეს სიხარული თუ განსაცდელი — დაკავშირებულია ადამიანის სულიერ ზრდასთან და ღმერთის ნებით ან დაშვებით ხდება.

დიალოგის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისათვის ღმერთისადმი ნდობის გაღრმავება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხოვრება რთული და გაუგებარია. აღნიშნული ნდობა, ეკლესიის სწავლებით, ადამიანს აძლევს სიმშვიდეს, იმედსა და ძალას, რომ მიიღოს რეალობა და მასში ღვთის სიყვარული და ზრუნვა დაინახოს.

შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:
[https://forms.gle/cFPm2qPGiaaBkq456](https://forms.gle/cFPm2qPGiaaBkq456)

დიალოგის სტუმარი იქნება დეკანოზი ირაკლი დუმბაძე.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ეპისკოპოსი მელქისედეკის მღვდელმთავრად ხელდასხმიდან 17 წელი გავიდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ