ეპისკოპოსი მელქისედეკის მღვდელმთავრად ხელდასხმიდან 17 წელი გავიდა

2824
04 მაისი 20:35
22
მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტი მელქისედეკი მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტი მელქისედეკი

მარგვეთისა და უბისის ეპარქია მეუფეს ეპისკოპოსად კურთხევის დღეს ულოცავს.

2026 წლის 3 მაისს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსს, მის ყოვლადუსამღვდელოესობას მელქისედეკს (ხაჩიძე), მღვდელმთავრად ხელდასხმიდან 17 წელი შეუსრულდა.

ეპისკოპოს მელქისედეკის საეკლესიო მსახურების მნიშვნელოვანი ეტაპი 2009 წელს უკავშირდება. 30 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის წარდგინებით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა იგი ჰერეთის ეპისკოპოსად გამოირჩია. იმავე წლის 3 მაისს კი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მისი მღვდელმთავრად კურთხევა აღესრულა.

მარგვეთისა და უბისის ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი მეუფე მელქისედეკს ეპისკოპოსად კურთხევის დღეს ულოცავს, უსურვებს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას. ისინი ლოცულობენ, რომ მეუფის მამობრივი ზრუნვა კვლავაც არ მოაკლდეს მის სამწყსოს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქო ავრცელებს განმარტებას — მღვდელთმთავრების განსაკუთრებული შეხვედრა არ იგეგმება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ