ლიტერატურული კონკურსი „ოდენი“ დასრულდა
ახალგაზრდული ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული 2026“ ფარგლებში გამართულ კონკურსში 17 მოსწავლე მონაწილეობდა.
2026 წლის 1 მაისს ლიტერატურული კონკურსის „ოდენი“ გამარჯვებულები დასახელდნენ. კონკურსი ახალგაზრდული ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული 2026“ ფარგლებში გაიმართა და მასში ხარაგაულის 7 მოქმედი სკოლის 17 მოსწავლე მონაწილეობდა, მათ შორის ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის წარმომადგენლებიც.
კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა ნაშრომები თემაზე — „ბზარი“ — წარმოადგინეს, რომლებიც სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა.
შედეგების მიხედვით, მესამე ადგილი მოიპოვა სკოლა-გიმნაზიის X კლასის მოსწავლემ, გიორგი მდივნიშვილმა. კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში შემოქმედებითი აზროვნებისა და ლიტერატურული უნარების განვითარების ხელშეწყობა იყო.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქუთაისში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება „საქართველო, მიყვარხარ!“ გაიმართა.