მიტროპოლიტმა შიომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ამა წლის 1 მაისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მისი მოადგილეები: გიორგი ზურაბაშვილი და ხათუნა თოთლაძე მიიღო.
საუბარი შეეხო საზღვარგარეთ იმ ქართულ დიასპორებთან შეხვედრებს, სადაც ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქუთაისში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება „საქართველო, მიყვარხარ!“ გაიმართა.