ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის სამღვდელოება იტალიაში, წმიდა ნიკოლოზის საფლავთან მომლოცველობით იმყოფებოდა
მიტროპოლიტ დიმიტრის ხელმძღვანელობით სასულიერო პირებმა ბარის ბაზილიკაში პარაკლისი აღავლინეს.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის სამღვდელოებამ, მიტროპოლიტ დიმიტრის ხელმძღვანელობით, მომლოცველობითი ტური იტალიაში, ქალაქ ბარში განახორციელა.
ვიზიტის ფარგლებში სასულიერო პირებმა მოინახულეს წმიდა ნიკოლოზის ბაზილიკა, სადაც 1087 წლიდან ინახება წმინდანის უხრწნელი ნაწილები. ეპარქიის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული მოწიწებით ილოცეს ბაზილიკის კრიპტაში, უშუალოდ წმიდა ნიკოლოზის საფლავთან, სადაც აღავლინეს პარაკლისი და საერთო ლოცვა.
მომლოცველობა მიზნად ისახავდა წმიდა ნიკოლოზისადმი პატივისცემის მიგებას, რომელიც განსაკუთრებულად პატივსაცემი წმინდანია ბათუმის მრევლისთვის (ქალაქში ფუნქციონირებს მისი სახელობის ისტორიული ტაძარი).
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, რომ ცნობილია მე-14 გაფართოებულ კრებაზე ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიიდან დელეგატთა სია.