გაიმართა კონკურსის „ჩემი წიგნი“ დასკვნითი ღონისძიება
პროექტ „წიგნიერი ლიდერის“ ფარგლებში გამარჯვებულები სერტიფიკატებითა და პრიზებით დაჯილდოვდნენ.
საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობის „დავითიანნის“ პროექტის „წიგნიერი ლიდერის“ ფარგლებში, სასკოლო კონკურსის „ჩემი წიგნის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კონკურსში მონაწილე მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. მონაწილეებმა საკუთარი ხედვა და შემოქმედებითი უნარები სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ნაშრომებით წარმოაჩინეს.
კომპეტენტურმა ჟიურიმ წარმოდგენილი ნამუშევრები შეაფასა და საუკეთესოები გამოავლინა. გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები.
პროექტი „წიგნიერი ლიდერი“ მიზნად ისახავს ახალგაზრდებში კითხვის კულტურის განვითარებას, კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების გაძლიერებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ხოვლეში კვართობის ტრადიციული დღესასწაული აღნიშნეს.