ქუთაისში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება „საქართველო, მიყვარხარ!“ გაიმართა

2824
01 მაისი 12:38
17
უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიება   „საქართველო, მიყვარხარ!“ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიება „საქართველო, მიყვარხარ!“

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პატრიარქის ღვაწლი და ეროვნული იდეალები კიდევ ერთხელ გააცოცხლა.

30 აპრილს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით „საქართველო, მიყვარხარ!“.

ღონისძიებაზე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა და სტუდენტებმა პატივი მიაგეს პატრიარქის ღვაწლს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის სულიერ, კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

მონაწილეებმა ისაუბრეს ილია II-ის მოღვაწეობის მნიშვნელობაზე, მის წვლილზე ეროვნული იდენტობის განმტკიცებაში და იმ ღირებულებებზე, რომლებიც მან საზოგადოებას დაუტოვა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თემატური გამოსვლები, ლექსებისა და მუსიკალური ნომრების შესრულება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სოფელ ურთაში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა განახლდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ