ხოვლეში კვართობის ტრადიციული დღესასწაული აღნიშნეს
აღდგომიდან მესამე ხუთშაბათს, XI-XII საუკუნის წმინდა კვართის წმინდა გიორგის სალოცავში მამლის სამგზის შემოტარებისა და შეწირვის უძველესი რიტუალი შესრულდა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში აღდგომიდან მესამე ხუთშაბათს კვართობის ტრადიციული დღესასწაული აღინიშნა. ადგილობრივებმა და სტუმრებმა თავი მოიყარეს XI-XII საუკუნით დათარიღებულ წმინდა კვართის წმინდა გიორგის სალოცავში, სადაც მრავალწლიანი ტრადიციის შესაბამისად განსაკუთრებული რიტუალი შესრულდა.
დღესასწაულის ფარგლებში ეკლესიის გარშემო სამჯერ შემოატარეს მამალი, რომელიც შემდგომ საკურთხევლად შესწირეს. აღნიშნული რიტუალი თაობიდან თაობას გადაეცემა და ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვან სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.
კვართობა ხოვლეში ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად მრევლისა და მომლოცველების დიდ ინტერესს იწვევს. ღონისძიებას თან ახლდა ლოცვა, შეკრება და ტრადიციული რიტუალების შესრულება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სოფლის მდიდარ რელიგიურ-კულტურულ ცხოვრებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სოფელ ურთაში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა განახლდა.