სოფელ ურთაში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა განახლდა
მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით სამუშაოები კვლავ აქტიურ ფაზაში შევიდა.
მაღალყოვლადუსამღვდელოესის, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, სოფელ ურთაში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა განახლდა.
მშენებლობის პროცესის განახლება ადგილობრივი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ტაძარი სოფლის სულიერი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ ცენტრად განიხილება. სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული ქტიტორები და მოხალისეები, რომლებიც ტაძრის დასრულებას ერთობლივი ძალებით ცდილობენ.
მღვდელმთავრის კურთხევით დაწყებული სამუშაოები მიზნად ისახავს ტაძრის მშენებლობის დროულ და ხარისხიან დასრულებას, რაც მრევლს მისცემს შესაძლებლობას, სრულფასოვნად აღასრულოს საეკლესიო მსახურებები.
ადგილობრივები განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავენ ქტიტორებისა და მშენებლობაში ჩართული პირების მიმართ და მათ კეთილდღეობასა და წარმატებას უსურვებენ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, „მოძღვრის საათი – შეხვედრა მოძღვართან“ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლაში.