ბებნისში წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძრის საძირკველი აკურთხეს
მშენებარე ტაძარი მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა.
29 აპრილს, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბებნისში წმინდა საბა განწმენდილის სახელობის მშენებარე ტაძრის საძირკვლის კურთხევის წესი აღავლინა.
საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ სასულიერო პირები და ადგილობრივი მრევლი. კურთხევის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა იობმა დამსწრეებს მიმართა და აღნიშნა, რომ ტაძრის მშენებლობა მნიშვნელოვანი სულიერი მოვლენა და დიდი კურთხევაა როგორც სოფლისთვის, ისე მთელი ერისთვის.
მისი თქმით, ტაძარი იქნება ლოცვისა და სულიერი გაძლიერების ადგილი, რომელიც მომავალ თაობებსაც მოემსახურება.
მშენებლობის პროცესში ჩართული პირები და ქტიტორები იმედოვნებენ, რომ ტაძრის აგება უახლოეს წლებში დასრულდება და მრევლს სრულფასოვანი საეკლესიო ცხოვრება შეეძლება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, წმინდა ელიას ეკლესია - ჩერნობილის გაუცხოების ზონაში, მთავარი აქტიური ტაძარი.