ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში ვიტრაჟების რესტავრაცია დასრულდა
სამხრეთ ფასადის განახლებული ვიტრაჟები ტაძარს ახალ იერს სძენს, ხოლო სხვა ნაწილებზე სამუშაოები გრძელდება.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის სამხრეთ ფასადზე არსებული ვიტრაჟების რესტავრაცია დასრულდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, განახლებული ვიტრაჟები ტაძრის არქიტექტურულ იერს კიდევ უფრო გამოკვეთილად და შთამბეჭდავად წარმოაჩენს.
პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვიტრაჟების პირვანდელი სახის შენარჩუნებასა და დაზიანებული ელემენტების მაქსიმალურად ავთენტურად აღდგენას, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ტაძრის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე არსებული ვიტრაჟების რეაბილიტაცია, რაც საბოლოოდ მთლიანად განაახლებს ტაძრის ვიზუალურ კომპოზიციას.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აგრძელებს რეგიონის მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობასა და მათი შენარჩუნებისკენ მიმართულ პროექტებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, გივი მიქანაძე: აღდგომის დღესასწაული იმედის, ერთიანობისა და განათლების ღირებულებების გაძლიერების სიმბოლოა.