28 აპრილს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება სადაც დასახელდება საპატრიარქო კანდიდატები
ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი იწყება — სინოდი სამ კანდიდატს შეარჩევს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი გაფართოებული კრება მიიღებს.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 28 აპრილს, 12:00 საათზე, წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, სადაც გამოიკვეთება საპატრიარქო ტახტის სამი კანდიდატი.
მოქმედი წესის მიხედვით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის პროცესი ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე წმინდა სინოდი ასახელებს სამ კანდიდატს, რის შემდეგაც გადაწყვეტილება გადადის საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე. სწორედ კრებაზე მოხდება ახალი პატრიარქის არჩევა.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი) 2026 წლის 17 მარტს, ჰოსპიტალიზაციის მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
16 ოქტომბერი 22:47
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
16 ოქტომბერი 13:39
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
16 ოქტომბერი 12:09