თბილისის სასულიერო აკადემიაში იესო ქრისტეს შობის თემაზე სტუდენტური სემინარი გაიმართა

2824
27 აპრილი 20:32
10
შემეცნებითი ხასიათის ყოველკვირეული სემინარი თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში შემეცნებითი ხასიათის ყოველკვირეული სემინარი თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში

I კურსის სტუდენტმა ილია მელუამ ლუკასა და მათეს სახარებების საფუძველზე შობის ეპიზოდები გააანალიზა.

2026 წლის 22 აპრილს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, ბიბლეისტიკის კათედრის ორგანიზებით გაიმართა შემეცნებითი ხასიათის ყოველკვირეული სემინარი, რომელზეც მოხსენებით წარსდგა სასულიერო სემინარიის I კურსის სტუდენტი ილია მელუა. მისი მოხსენების თემა იყო: „იესო ქრისტეს შობა — ლკ. 2.1–20 და მთ. 2.1–12 მონაკვეთების ძირითადი განმარტებანი“.

მომხსენებელმა დეტალურად გააანალიზა ლუკასა და მათეს სახარებებში წარმოდგენილი შობის ეპიზოდები და ყურადღება გაამახვილა თითოეული მონაკვეთის შინაარსობრივ და სიმბოლურ მნიშვნელობებზე. აღინიშნა, რომ საკითხი დამუშავებული იყო როგორც ბიბლიური ტექსტებისა და მათი ეგზეგეზის საფუძველზე, ასევე ქართულად ნათარგმნი ჰომილეტიკური და დოგმატური ძეგლების ანალიზისა და ურთიერთშედარების გზით.

სემინარის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც დამსწრეებმა დასვეს თეოლოგიური და ტექსტოლოგიური ხასიათის შეკითხვები. ილია მელუამ მათ ამომწურავი პასუხები გასცა, რაც დამსწრეების მხრიდან დადებითად შეფასდა.

მოხსენება დადებითად შეაფასეს ბიბლეისტიკის კათედრის გამგემ, დეკანოზმა გიორგი გუგუშვილმა და ფილოლოგიის დოქტორმა ქეთევან გვაზავამ. მათი შეფასებით, სტუდენტმა წარმოაჩინა როგორც წყაროთა საფუძვლიანი ცოდნა, ისე ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარები.

აღინიშნა, რომ სემინარი გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური დონით და მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუდენტთა თეოლოგიური ცოდნის გაღრმავებასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში ვიტრაჟების რესტავრაცია დასრულდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ