,,დავითიანნის“ ქველმოქმედება — პატრიარქ ილია II-ის ხსოვნისთვის 300-მდე ადამიანი დააპურეს
საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულმა მოძრაობამ პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს მოწყალების საქმე აღასრულა.
საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულმა მოძრაობამ „დავითიანნმა“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღესთან დაკავშირებით ქველმოქმედებითი აქცია გამართა.
პატრიარქის ნათელი ხსოვნის პატივსაცემად და მისი სულის საოხად, ორგანიზაციის წევრებმა 300-მდე ბენეფიციარი და სოციალურად შეჭირვებული მოქალაქე დააპურეს. აქცია ქრისტიანული სიყვარულისა და თანადგომის სულისკვეთებით განხორციელდა.
ორგანიზატორთა განცხადებით, მსგავსი ინიციატივები მიზნად ისახავს პატრიარქის მიერ დამკვიდრებული მოწყალებისა და მოყვასის სიყვარულის ტრადიციის გაგრძელებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების სულიერი გამთლიანებისთვის.
„დავითიანნის“ წევრები მომავალშიც გეგმავენ მსგავსი ქველმოქმედებითი ღონისძიებების განხორციელებას, რათა გაჭირვებულ ადამიანებს მხარდაჭერა და თანადგომა გაუწიონ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სიონის საპატრიარქო ტაძარში ილია II-ის საფლავზე პანაშვიდი აღესრულა.