ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში „დედამიწის დღე“ ნერგების დარგვით აღინიშნა

2824
24 აპრილი 19:25
10
,,დედამიწის დღე” ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ,,დედამიწის დღე” ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში

მეუფე მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით განხორციელებულ გარემოსდაცვით აქტივობაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.

2026 წლის 22 აპრილს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოსა და ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, გიმნაზიაში „დედამიწის დღე“ განსაკუთრებული აქტიურობით აღინიშნა.

ღონისძიება ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგის, ქალბატონი ლია რამინიშვილის ინიციატივით გაიმართა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ გარემოსდაცვით საქმიანობაში და სკოლის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ნერგები დარგეს.

აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, ბუნების სიყვარულისა და გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობის გაღრმავებას. გიმნაზიის ადმინისტრაციის შეფასებით, მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა პასუხისმგებლობისა და ეკოკულტურის ჩამოყალიბებაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სურამისა და ხაშურის ეპარქია მიტროპოლიტ ანდრიას დაბადების დღეს ულოცავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ