მეჯვრისხევის ტაძრის წინამძღვარი მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა
დეკანოზ ვახტანგ ნიკოლაიშვილს ჯილდო გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ გადასცა.
2026 წლის 19 აპრილს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა სოფელ მეჯვრისხევის წმინდა გიორგის სახელობის უსანეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ვახტანგ ნიკოლაიშვილი.
დაჯილდოება აღესრულა ღვთისმსახურების შემდეგ და წარმოადგენს ეკლესიის მხრიდან მამა ვახტანგის მრავალწლიანი ერთგული მსახურებისა და სულიერი ღვაწლის აღიარებას.
მიტრის ტარების უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეკლესიო ჯილდოა, რომელიც სასულიერო პირს განსაკუთრებული დამსახურებისთვის ენიჭება. ღონისძიებას ესწრებოდნენ სასულიერო პირები და მრევლი, რომლებმაც დეკანოზ ვახტანგ ნიკოლაიშვილს დიდი სიყვარულით მიულოცეს დაჯიდოვება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, იმერეთის სოფლის ეკლესიაში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჯვარცმა აღიმართება.