თბილისის სიონში მიცვალებულთა ხსენების დღეს დიდი პანაშვიდი აღევლინა

22 აპრილი 21:58
189
სიონის საპატრიარქო ტაძარი. ფოტო: მჟკ სიონის საპატრიარქო ტაძარი. ფოტო: მჟკ

მიტროპოლიტმა შიომ ილია II-ისა და სხვა გარდაცვლილთა სულთა საოხად ილოცა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

2026 წლის 21 აპრილს, მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დიდი პანაშვიდი აღევლინა.

ღვთისმსახურება აღავლინა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), რომელმაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და სხვა გარდაცვლილთა სულთა საოხად ილოცა.

მასთან ერთად თანამსახურებდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა სასულიერო პირები.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა და ხაზი გაუსვა გარდაცვლილთა ხსოვნისა და მათთვის ლოცვის მნიშვნელობას.

ასევე აღესრულა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ლევილის ქართველთა მამული განახლების ფინალურ ეტაპზეა, რომელის გახსნაც მიმდინარე წელს იგეგმება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ