ლევილის ქართველთა მამული განახლების ფინალურ ეტაპზეა, რომელის გახსნაც მიმდინარე წელს იგეგმება

22 აპრილი 15:27
171
ლევილის ქართველთა მამული. ფოტო: კულტურის სამინისტრო ლევილის ქართველთა მამული. ფოტო: კულტურის სამინისტრო

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დასრულებულია. რეაბილიტაცია ჩაუტარდა შატოს, ე.წ. ორანჟერეასა და ჰამოს შენობებს, პოლკოვნიკ წერეთლის სახლს, ბიბლიოთეკას, ადმინისტრაციულ შენობასა და მამულის გალავანს. ტერიტორიაზე ასევე გაშენდა ქართული ვენახი.

პარალელურად, დასასრულს უახლოვდება ტრადიციული ქართული ოდისა და სამზარეულოს მოწყობა, სადაც ქართული რესტორანი განთავსდება. აქტიურად მიმდინარეობს პარკის ინფრასტრუქტურისა და ელექტრომომარაგების პროექტიც — ეწყობა გარე საპირფარეშოები და სარწყავი სისტემა, განახლებულია სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელები.

მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება ხელოვანთა ატელიეების, შიდა გზების, ავტოსადგომებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. სექტემბრამდე კი შატოში გაიხსნება პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილი საგამოფენო სივრცე; აღიჭურვება ბიბლიოთეკა, საცავი და მედიათეკა; მოეწყობა ფრანგული ბაღი, ხოლო შესასვლელში განთავსდება სუვენირების მაღაზია.

„ლევილის მამულში ძალიან ბევრი სამუშაო დასრულებულია. ვფიქრობ, რომ წელს ლევილის ქართველთა მამულს საზეიმოდ გავხსნით. ეს იქნება ადგილი, საიდანაც საქართველო კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავისი კულტურის, ისტორიისა და იდენტობის დიდ მნიშვნელობას“, — განაცხადა თინათინ რუხაძემ.

მინისტრთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში და UNESCO-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ყურაშვილმა, ლევილის მერმა ერიკ ბრევმა და მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტზე ხელმომწერი ოჯახების წევრებმა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ლუდვიგსბურგში მართლმადიდებლურ ლიტურგიაში მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მონაწილეობდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ