ბრეტანში, ქიმპერში დაარსდა წმინდა გიორგის სახელობის სამრევლო
ახალდაარსებულ სამრევლოში უკვე აღესრულა პირველი საღმრთო ლიტურგია და გაიმართა ნათლობა.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევითა და მთ. ანგელოზ გაბრიელის სახელობის სამრევლოს მოძღვრის, დეკანოზ სპირიდონ გრიგოლაშვილის დიდი ძალისხმევით, საფრანგეთის რეგიონ ბრეტანში — ქალაქებში ქიმპერი, ლორიენტი და ბრესტი — მცხოვრები ქართველების გაერთიანებით დაარსდა წმინდა გიორგის სახელობის სამრევლო.
2026 წლის 18 აპრილს ახალდაარსებულ სამრევლოში აღესრულა საღმრთო ლიტურგია, რომელმაც მრევლზე განსაკუთრებული სულიერი ზემოქმედება მოახდინა. დამსწრეებმა აღნიშნეს, რომ მსახურებამ მათ სულიერი სიმშვიდე, გაძლიერება და ერთიანობის განცდა მოუტანა.
ამ ეტაპზე ქალაქ ქიმპერში რეგულარულად ტარდება მართლმადიდებლური მსახურებები. სამრევლოში უკვე აღესრულა ნათლობის საიდუმლოც — კიდევ ერთი ქართველი მოინათლა მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს ადგილობრივი ქართული დიასპორის სულიერ ცხოვრებასა და ეკლესიურ ერთობას.
სამრევლოს ორგანიზატორები და მრევლი გულითად მადლობას უხდიან ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო და თავისი წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვანი საეკლესიო და სულიერი საქმის განხორციელებაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, 18 აპრილი ოპტინის უდაბნოში მოკლული სამი ბერის ხსოვნის დღეა.