ილორის წმინდა გიორგის ტაძარში გარდამოხსნის მსახურება შესრულდა
მსახურება დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ აღასრულა.
ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წითელ პარასკევს გარდამოხსნის მსახურება შესრულდა, რომელიც დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ აღავლინა.
მსახურების დროს მრევლმა ერთად ილოცა და პატივი მიაგო მაცხოვრის ვნებასა და ჯვარცმას. ტაძარში შეკრებილმა მორწმუნეებმა სულიერი თანაგრძნობა გამოხატეს და ტრადიციულად დაესწრნენ ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რიტუალს.
გარდამოხსნის მსახურება მართლმადიდებლურ ეკლესიაში წითელი პარასკევის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და იგი სიმბოლურად ასახავს იესო ქრისტეს ჯვრიდან გარდამოხსნასა და საფლავად დადებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, წითელ პარასკევს საქართველოს ტაძრებში მაცხოვრის დატირების მსახურება შესრულდება.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.